რუსთავში კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სიმაღლიდან 2 მუშა გადმოვარდა

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მუშები, რომლებიც სიმაღლიდან გადმოვარდნენ, კორპუსის ფასადებზე სამღებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
შსს -ში “რეგიონულ კვირას განუცხადეს, რომ გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის წესის დარღვევას გულისხმობს.
“რეგიონული კვირა” ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები