ქუთაისში მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე “თავისუფალი საქართველოს” ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან, “ქართული ოცნების” მხარდმაჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა “თავისუფალი საქართველოს” ოფისში შეჭრა სცადეს.
მათი განმარტებით, ისინი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, რაც მათივე თქმით, ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებში გამოიხატება.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.