“ლიბერთიმ” “რეჰაბის” ბენეფიციარებს განსაკუთრებული წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო

“ლიბერთიმ” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ “რეჰაბის” ბენეფიციარებს განსაკუთრებული წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო.

“ლიბერთის” სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. ბანკის თანადგომით დღემდე დაფინანსებულია 11 000-ზე მეტი სარეაბილიტაციო პროცედურა, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების სოციუმში ინტეგრაციას შეუწობს ხელს. ცენტრისა და მშობლების სახელით მადლობას ვუხდით “ლიბერთის” მხარდაჭერისთვის, რომლის თანადგომით 200 ბენეფიციარს, წლის განმავლობაში უწყვეტი სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდათ,”- განაცხადა “რეჰაბის” კლინიკურმა დირექტორმა, მარინა შიშნიაშვილმა.

“ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, ყველა პროექტი მიმართულია იმ ადამიანების და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა წვლილი შევიტანოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საქმეში. 2018 წლიდან, “ლიბერთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით ჩვენ არაერთი მსგავსი, მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ყველა ეს პროექტი მიმართულია იმ ადამიანების და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.” – განაცხადა “ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები