ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არის დაშავებული
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპუტალში გადაიყვანა.
ზუგდიდის რეფერალური კლინიკის დირექტორის – ნიკა ჭეჟიას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას ამ ეტაპზე, დამატებითი გამომვლევები უტარდება
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.