ხონში “ეტალონის” გამარჯვებულები გამოავლინეს

ხონის კულტურის ცენტრში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი” გაიმართა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ხონის სხვადასხვა საჯარო სკოლის 70-მდე მოსწავლემ მიიღო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

“ხონის ეტალონი მოსწავლის” ტიტული გუბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ზინიკო მოსეშვილმა 82 ქულით მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლიზა ბობოხიძე78 ქულით გახდა, მესამე ადგილზე კი სოფელ გორდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასისი მოსწავლე ანი სულაბერიძე 75 ქულით
გავიდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე,მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები .

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ხონის ეტალონ მოსწავლეს“ მიხეილ ფურელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ხონის N3 საჯარო სკოლასაც გადაეცა.

„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზინიკო მოსეშვილი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები