ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანსამბლი “თბილისი” ანიტასთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ ამჯერად გურიაში გრძელდება. 28 ნოემბერს 18:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში კონცერტს ანსამბლი ,,თბილისი“ გამართავს. გაჟღერდება ქალაქური სიმღერები, სადაც მსმენელებს შეეძლებათ 2 წლის ანიტას დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში – თანხა შეუგროვონ მას. ანიტას დედა წარმოშობით ოზურგეთიდანაა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები