ხანძარი მაღალმთიან აჭარაში – იწვის პირუტყვის სადგომი და დამხმარე ნაგებობა

მაღალმთიან აჭარაში, მაჭახლის ხეობის სოფელ სკურდიდში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, იწვის პირუტყვის სადგომი და დამხმარე ნაგებობა. ადგილობრივებმა ძროხების გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევევის ადგილზე 2 სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
“რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები