კუმისში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ

სოფელ კუმისში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებენ.
ნათესავების თქმით, ​შემთხვევის ღამეს 41 წლის მანუჩარ ცეცხლაძე მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა და სახლი დაიწვა. ცეცხლაძის ოჯახის წევრების განმარტებით, შემთხვევის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს.

მანუჩარ ცეცხლაძის ახლობლები გამოძიების ვერსიას არ იზიარებენ და ფიქრობენ რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, ხოლო კვალის დასაფარად ცეცხლი გააჩინეს.

გარდაცვლილი ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს მკვიდრი იყო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები