კუმისის ტბაზე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში კუმისის ტბაზე საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ხანძრის დროს დაიღუპა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან მოსპობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები