ბათუმში ნავთობტერმინალის რეზერვუარზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში ნავთობტერმინალის ერთ-ერთ რეზერვუართან ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
​ადგილზე გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება რეზერვუარის გაჭრა. მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახური კი ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები