ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები