ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ხახუტაიშვილები-გოხიძეები-ეკლესიის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. არსებული გზა გრუნტოვანი იყო. პროექტის შესაბამისად, მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტობეტონის საფარი. აღნიშნული გზა 20 ოჯახს მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 3734 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 453 გრძ.მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა.
ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და მილების მოწყობის და ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 341 440 ლარს შეადგენს.