ახალციხის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება

კოსტავა,თაყაიშვილი,დიდიმამიშვილი, მესხეთი, მებაღიშვილი, თაბუკაშვილი,გორგასალი, წერეთელი და რუსთაველის ქუჩა – ესა ის ადგილებია, სადაც მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გუშინ შეუწყდა.

1 317 აბონენტი მეორე დღეა წყლის გარეშე იმყოფება.

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” ამბობენ, რომ წყლის შეწყვეტის მიზეზი დანიელაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარია გახდა. ქალაქის პარკში ცენტრალური მილი გუშინ,  26 ნოემბერს გასკდა. დაიტბორა პარკის მცირე ნაწილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები