სოფელ მლაშეში ამბულატორია აშენდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მლაშეს ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკონსულტაციო ოთახები, საქვაბე გათბობა და სველი წერტილები. პროექტის განხორციელებისათვის 78 396 ლარი დაიხარჯა.

ამბულატორიის აშენების თანხები, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა გამოყო.

დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები