“ქვეითები უკვე უსაფრთხოდ გადაადგილდებიან“ – აბაშაში ცენტრალურ გზაზე ტროტუარი მოეწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

დასრულებული ინფრასტრუქტურული მშენებლობა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პარლამენტის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა და აბაშის მერის თანაშემწემ, ზაზა ჭანტურიამ დაათვალიერეს.

აბაშის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე ტროტუარი არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება ტრანსპორტით გადატვირთულ გზაზე უწევდა, შესაბამისად, იქმნებოდა ავარიული სიტუაციები.

“მოგეხსენებათ, აბაშა არის ჭარბწყლიანი და ყოველ წვიმაზე მოსახლეობას უვარდებოდა წყალი ეზოებში, დღეს უკვე ამის საშიშროება აღარ არის, ვინაიდან გამართულად მუშაობს სანიაღვრე სისტემა.ეს არის ცენტრალური გზა, აქ უამრავი მანქანა მოძრაობს და ქვეითებს ადრე ამ გზაზე უხდებოდათ გადაადგილება, ახლა უკვე უსაფრთხოდ გადაადგილდებიან“, – აღნიშნა აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის ორივე მხარეს 3 მეტრი სიგანის ტროტუარი მოეწყო, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება, როგორც ველობილიკი. ეზოში, შესასვლელებზე დაიგო ბეტონის საფარი. ტროტუარის სიგანის უზრუნველსაყოფად არსებული გრუნტის კიუვეტის ადგილზე, მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტი.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 677 418 ლარით დაფინანსდა. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები შ.პ.ს. “თბ-კაპიტალმა“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები