ხანძარი ქუთაისში – დამწვარია საცხოვრებელი სახლის მესამე სართული

ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე,  სამსართულიანი სახლის მანსარდაში ხანძრის შედეგად საოჯახო ნივთები და სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები