ცაგერში ორმაგი მკვლელობის დროს დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დროს დაჭრილი შემთხვევითი გამვლელის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა.
“პაციენტს აღენიშნებოდა ქვედა კიდურზე ჭრილობა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მედიკოსების დაკვირვების ქვეშ”, – თქვა გოგინავამ.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ ლაჯანაში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ კარლო კოპალიანის ძმის შვილის მეუღლე – რომეო მანდარიაა, მეორე კი – გოჩა ონიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები