“არ გვინდა, დავრჩეთ უსახლკაროდ”- ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები თურქი ბიზნესმენის, საიედ ნოვრიოზის მიერ დაპირებული საცხოვრებელი ფართების მიღებასა და თურქეთის კონსულთან შეხვედრას მოითხოვენ. საქმე იმაშია, რომ თურქ ინვესტორს ანგისის 13 ნომერში მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომერციული და საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცა, რისი შესაბამისი ხელშეკრულებაც მოსახლეობასთან გააფორმა. ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანიამ ,,ნევ ბათუმმა” კორპუსის მშენებლობა უკვე დაასრულა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, დაზარალებულებს კი მოუწოდებს სასამართლოს მიმართონ. მათ უფლებებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იცავს. თურქეთის საკონსულოში განაცხადეს, რომ დაზარალებულებთან შეხვედრა დღეს სამ საათზე გაიმართება​.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები