ახალციხეში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ახალციხეში, ბაგინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია 11 ჩიხის მოწყობა. გარდა ამისა, ასფალტის საფარი გზის 1800 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება.

აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, წლების განმავლობაში ადგილობრივები გრუნტის გზით სარგებლობდნენ და განსაკუთრებით უამინდობის დროს, გადაადგილება უჭირდათ. გზის რეაბილიტაციის გარდა, დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შედეგად ადგილობრივები გამართული საგზაო და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები