ლევან კობერიძე: მერე სააკაშვილი მოადგება რომელიმე საზღვარს, მერაბიშვილი გამოვა ციხიდან და უნდა ვუყუროთ “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” ორპოლუსიან თამაშს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას ერთად მართავენ.

მისი თქმით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ორივე აღნიშნული პარტია 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლებიდან არის მოსაშორებელი.

“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ერთად მართავენ ქვეყანას, ეს ფაქტია. ის რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა მოჰპარა მოსახლეობას ის დანაპირები, რომელიც იყო საერთო სახალხო შეთანხმება ამითი მორალური უფლება მისცა “ნაციონალურ მოძრობას”, რომ შესაბამისად სხვადასხვა ფორმატებით მოახდინოს პროტესტის გამოთქმა.

მერე “ნაციონალური მოძრაობა” მისცემს “ქართულ ოცნებას” რაღაც მორალურ უფლებას თავის საქციელით, რომ რაღაც გააკეთოს და ასე, ამათ უნდა ვუყუროთ. “ქართული ოცნება” არ ამბობს ჯერჯერობით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, მერე “ქართული ოცნება” დათანხმდება ამას როგორც ჩანს. მერე სააკაშვილი მოადგება რომელიღაც საზღვარს, მერაბიშვილი გამოვა თებერვალში ციხიდან და უნდა ვუყუროთ “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ორპოლუსიან თამაშს და გაშტერებული ვიყოთ ამათი ქმედებით, ასე არ არის. მოსახლეობა სხვაგვარად ფიქრობს, მოსახლეობა, რომელიც უყურებს ამ ყველაფერს აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ერთად არის მოსაშორებელი 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლებიდან”, – განმარტა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები