ჭობისხევში სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა 

სურათი არ ასახავს რეალობას

ბორჯომის მუნიცალიტეტში სოფელ ჭობისხევში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევა ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა სავალი გზიდან იყო გადასული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები