“იდებატე განვითარებისთის“ – ახალციხეში პირველი ტრენინგი ჩატარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსში “იდებატე განვითარებისთვის” შერჩეულ ახალგაზრდებს პირველი ტრენინგი დღეს ჩაუტარდათ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დებატების ტექნიკის შესახებ ისაუბრეს.
პროექტში 16 ახალგაზრდა მონაწილეობს. ისინი დებატების სასწავლო კურსს გაივლიან, რის შემდეგაც კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტს „იდებატე განვითარებისთვის“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და პირველი საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს.
მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, დებატების საშუალებით მეტყველებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. კონკურსში მე-8 ,მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები