გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომრჩევლებს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შენგელიამ ამომრჩევლებს 2019 წლის ანგარიში და 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. მან განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
“თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს დგას მოსახლეობასთან. შესაბამისად, ამ პრინციპიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნაა, რომ საჯარო პირი, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გარკვეული პერიოდულობით უნდა წარადგენდეს ანგარიშს მოსახლეობასთან. აცნობდეს იმ მიმდინარე, თუ განხორციელებელ პროექტებს, რომელიც სამოქმედო ტერიტორიაზე იგეგმება”,- განაცხადა შენგელიამ.
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა შეკრებილ საზოგადოებას მომავალში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.