ადიგენში დამეწყრილი გზა სრულად აღდგება

ადიგენის მუნიციპალიტეტში მლაშე-მოხე-დერცელი-კიკიბოს დამაკავშირებელი, მეწყრის შედეგად დაზიანებული 18 კმ-იანი გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ტყის მასივზე, ახალი 406 გრ/მ ქვიშა- ღორღოვანი გზის საფარი და ორი რკინაბეტონის ხიდი მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 375 476 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაო პროცესს დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები