“ჩვენი მოთხოვნაა, ეს ადამიანი პასუხისგებაში მიეცეს”- ნინო გოგოლაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევში გუშინ მომხდარ ინციდენტის გამო, “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი ნინო გოგოლაშვილი 2 საათამდე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

გოგოლაშვილის ადვოკატი,ს ივანე ნორაკიძის თქმით, მათ ყველა ის მტკიცებულება წარადგინეს,რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს სისხლის სამართლის საქმით ჩაანაცვლებს.

“იმედი მაქვს ეს საქმე გადაწყდება სამართლიანად და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ცალსახად პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივ დევნას. ძალადობა განხორციელდა “სამოქალაქო მოძრაობის ” წევრებზე და მათ შორის ნინო გოგოლაშვილზე ფიზიკურად “,- განმარტავს “რეგიონულ კვირასთან” ნორაკიძე.

ადვოკატის თქმით,არსებობს საშიშროება, რომ გოგოლაშვილზე თავდახმა სხვა დროსაც განხორციელდეს და ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვს.

“გვაქვს მოთხოვნა , რომ უზრუნველყოფილი იყოს ნინო გოგოლაშვილის უსაფრთხოება, ვინაიდან ის წარმოშობით ამ მხრიდანაა, მოსალოდნელია მასზე პროვოკაციები ისევ განხორციელდეს”,-განმარტავს ივანე ნორაკიძე.

ნინო გოგოლაშვილის განცხადებით,მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმ დროს დაესხა თავს,რა დროსაც ბანერის დაკიდებას ცდილობდა.

“ბანერის დაკიდებისას ილია ბაიდოშვილმა ხელი დამარტყა. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ეს ადამიანი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და იმედს ვიტოვებთ,რომ გამოძიება ჩატარდება კომპეტენტურად”, – განმარტავს გოგოლაშვილი.

“სამოქალაქო მოძრაობის ” წევრი აცხადებს, რომ ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატსაც ჩართავს.

ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობის წევრ, ნინო გოგოლაშვილზე თავდასხმა გუშინ, წნორში , ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სიღნაღის საკრებულოს წევრმა, ილია ბაიდოშვილმა მას სახეში ხელი გაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები