ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის მერიასთან – ნაცმოძრაობის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ქობულეთის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბონდო თედორაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც თედორაძე ირწმუნება, მას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების დავალებით გაუსწორდნენ და შეურაცხმყოფელი ფრაზებით ცდილობდნენ მათ გაღიზიანებას.
ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად იკრიბებოდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
ადგილზე მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.
ვიდეობი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა, ნიკალაი ჩამურლიევმა გაავრცელა.