ოზურგეთელი მეწარმეები კოლხური ღვინის ფესტივალის მონაწილეები გახდნენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მხარდაჭერით, ოზურგეთელი მეწარმეები ზუგდიდში გამართული კოლხური ღვინის პირველი ფესტივალის “დიას“ მონაწილეები გახდნენ.
ფესტივალი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, აგრო სივრცეში გამოფენილი იყო მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, ჩაი, სხვადასხვა სახეობის ყველი, ჩირი, ჩურჩხელა და ადგილობრივი წარმოების თაფლი. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა.
ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ალეკო მამეშვილის განცხადებით, მომდევნო წლიდან, მერია უზრუნველყოფს დაინტერესებული მეწარმეების მხარდაჭერას სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის გაზრდას და წარმოებული პროდუქციის რეალიზებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.