“არ ვადასტურებ, ჭორია” – ყოფილი საჯარო მოხელის მტკიცებით, თანამშრომლებმა ფოთის მერს სცემეს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ფოთის მერი გოჩა კურდღელია თანამშრომლებმა სცემეს, არ დასტურდება. თავად მერი აღნიშნულ ინფორმაციას, ჭორს უწოდებს. თუმცა ვინ გაავრცელა ან რატომ არ იცის.
„არ ვადასტურებ, ჭორია“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ფოთის მერმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღიშნულ სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, უწყებაში შეტყობინება არ შესულა.

ცნობისთვის, ყოფილმა საჯარო მოხელემ, შორენა მირცხულავამ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გუშინ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას სცემეს.
“გუშინ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიის შენობაში სასტიკად ცემეს მერიის თანამშრომლებმა!!! მანამდე, პარასკევს ფოთის მერმა, თავისი მდივნის თანდასწრებით, ერთერთ თანამშრომელს ხელი გაარტყა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ფოთის მერი ქორწილში წავიდა საქეიფოდ. ეს მისთვის ჩვეული ჟესტია. რამოდენიმე წლის წინაც, როცა გოჩა კურდღელია ფოთის საკრებულოს წევრი იყო, სასტიკად გაილახა, ადგა, ტალახი ჩამოიფერთხა და მეორე საკრებულოს წევრის, თენგიზ სარიშვილის შვილის ქორწილში შევიდა!”, – წერს მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები