გორში ავარიის დროს დაშავებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული 13 წლის არასრულწლოვნის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

იგი, ამ წუთებში, რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ. არასრულწლოვანს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

ცნობისთვის, გორში, კომბინატის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ორივე მათგანი სამედიცინო ცენტრ “გორმედში ” გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები