გორში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ორივე მათგანი სამედიცინო ცენტრ “გორმედში ” გადაიყვანეს.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები