სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობა მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა.
სალომე ზურაბიშვილი გიორგობის სადღესასწაულო წირვას ქედაში, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.
“მინდა, სრულიად საქართველოს სოფელ ზვარედან მივულოცო გიორგობა. შეგეწიოთ მისი მადლი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტაძარში პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მივიდა.