ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ხაშურში, ცხრამუხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” განმარტავენ, ოთხივე მათგანი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
შსს-ში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები