რუსთავში გარე ფასადების რეკონსტრუქცია და საფარი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ რუსთავში, კოსტავას გამზირზე, გარე ფასადების რეკონსტრუქცია და საფარი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შეიცვლება წყალსადენი და სანიაღვრე სისტემა. ასევე, მოეწყობა ველო-ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.
პროექტი ითვალისწინებს შუა გამყოფი ზოლის გამწვანებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი რეკრეაციული სივრცის სახეს მიიღებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილესთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
პროექტის დასრულების შემდეგ,რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი მთლიანად იქნება რეაბილიტირებული.
სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარია, რომელიც რეგიონის განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.