ავტოსაგზაო შემთხვევათა უმრავლესობა გლდანი-ნაძალადევის რაიონში მოხდა

  ამინდის გაუარესებისა და თოვლის გამო, თბილისის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და სამაშველო საქალაქო სამსახურში განუცხადეს. გამოძახებებიდან 60 შემთხვევაში ავტომობილები სავალი ნაწილიდან იყვნენ გადასული, ხოლო 10- მდე ავარია დაფიქსირდა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. მათივე იბფორმაციით, დედაქალაქში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანი-ნაძალადევის რაიონში მოხდა. კერძოდ, მუხიანის აგარაკებთან ავტომანქანა თოვლში, თბილისის ზღვის სასაფლაოსთან კი ტალახში ჩავარდა. მაშველებმა მძღოლებს დახმარება აღმოუჩინეს.
“ორი დღეა გაძლიერებულ რეჟიმზე გადავედით და შემოსულ ზარებზე კვლავაც დროულ რეაგირებას მოვახდენთ. არის დამატებითი ჯგუფები და შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა. სანამ ცუდი ამინდები იქნება, ამ რეჟიმში დავრჩებით”,- განაცხადა საგანგებო და სამაშველო საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები