ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ახალციხეში, ბაღინაშვილის და ჭყონდიდელის ქუჩებზე, ახალ საკანალიზაციო ქსელს აწყობს. სამუშაოებისთვის 1 628 996 ლარი დაიხარჯება.
“პროექტის ფარგლებში ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელი ეწყობა. აღნიშნულ ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელი დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს”, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.
კომპანია სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. ბაღინაშვილის ქუჩაზე საკანალიზაცო ქსელის მოწყობას ადგილობრივები წლებია ითხოვენ,