ხონის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძემ, მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, “ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო“-ს და “აფხაზეთის უმაღლეს საბჭო“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.
მემორანდუმის ხელმოწერას საკრებულოს წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.