„მე აქ არ დავრჩები’ – იღუმენია თამარი ჭყონდიდის მონასტერს ტოვებს (ვიდეო)
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიას იღუმენია თამარ გამყრელიძე ტოვებს. მისივე თქმით, მონასტერი უნდა დაცარიელდეს, თუმცა ამის თაობაზე მას სხვა მონაზვნებთან ჯერ არ უსაუბრია.
„გუშინაც განვაცხადე, რომ შეუთავსებლად ვთვლი, რომ მე აქ ვიცხოვრო და ვიმოღვაწეო ამ ყველაფრის მერე. მონასტერში ჩავალ, დაველაპარაკები დედებს, ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს და ყველა გადაწყვეტს ვინ დარჩება და ვინ წავა. მათი არჩევანია. პირადად ვთვლი, რომ წმინდა ნინოს მონასტერი უნდა დაცარიელდეს. მე ასე ვთვლი, როგორც მონაზონი და ვინც ამ ჯვარს იტვირთებს და დარჩება მე გამიხარდება. მე პირადად აქ არ დავრჩები“, – თქვა იღუმენია თამარმა.
პეტრე ცაავა 31 ოქტომბერს, სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მის ნაცვლად, ეპარქიას მეუფე გრიგოლ კაცია უხელმძღვანელებს, რომელიც დღეს რეზიდენციაში მივიდა.