ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, “112“ -ის სამსახურის მიერ,შემოყვანილ იქნა 3 ახალგაზრდა კაცი. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მესამე კი კომატოზურ მდგომარეობაში,მართვით სუნთქვაზე იმყოფება.სამივეს, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ ,”- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები