სოფელ ნიქოზის სახელოვნებო სკოლაში ჭრა-კერვის, ქარგვის და თექის სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს

სოფელ ნიქოზში, ა(ა)იპ წმინდა იოანე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლაში, ჭრა-კერვის, ქარგვის და თექის სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს.

სასწავლო პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად აფინანსებს.

“სახელოვნებო სკოლაში ხელსაქმეს ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეულიდან ოცამდე ახალგაზრდა სწავლობს. სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლელა მაისურაძე გაეცნენ. ისინი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდნენ და სკოლაში მოქმედ პროგრამებზე ისაუბრეს. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა თანადაფინანსების სახით ხელი შეუწყოს ყველა ორგანიზაციას, რომელიც მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,“- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები