კასპში სახალხო დღესასწაული “კასპობა 2019” გაიმართება

3 ნოემბერს, კასპში სახალხო დღესასწაული “კასპობა 2019″ გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის კუთხეები, ტრადიციული ქართული საყოფაცხოვრებო ნივთებით მოეწყობა.

საღამო გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.

“ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცე. გაიმართება სპორტული , კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.კონცერტის მსვლელობისას გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი. დაჯილდოვდებიან კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროს, ვერცხლის მედალოსნები და წარმატებული სპორტსმენები. 16:00 საათიდან გაიმართება გალა კონცერტი. გთხოვთ, მობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ სახალხო დღესასწაული,“ – ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები