2020 წელს ადიგენი ახალი ნაძვის ხით შეხვდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია საშობაო ნაძვის ხისა და აქსესუარების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ახალი ნაძვის ხისთვის 40 000 ლარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხის ადგილზე მიტანა და მისი აწყობა აქსესუარებით.

მოთხოვნების მიხედვით, ნაძვის ხე უნდა იყოს გარე გამოყენების ქარხნული წარმოების. ახალი, არანაკლებ 12 მეტრის სიმაღლის. მასალა უნდა იყოს წყალგამძლე და ცეცხლგამძლე. კონსტრუქცია უნდა იშლებოდეს და უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ნაძვის ხე დაბაში 10 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე უნდა დაიდგას.

წელს, სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში თვითმმართველობებმა ნაძვის ხის შეძენა ახალწლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. მათი განმარტებით, სამზადისის ადრე დაწყება ფინანსურად მომგებიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები