ბათუმში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს

ბათუმში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თინა ზოიძემ გახსნა. შეხვედრას 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრაზე ბიზნეს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების შესაძლო უპირატესობები განიხილება. როგორც აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის არბიტრაჟის ხელმძღვანელმა განაცხადა, რეგიონში 131 საქმეა განხილული, მათგან  70 პროცენტი მორიგებით დასრულდა. მედიაცია და არბიტრაჟი მხარეებს შესაძლებლობას სთავაზობს დავები სწრაფად გადაწყვიტონ.
სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, დავების მოგვარების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მაკა ნაჭყეპიამ და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ,, მედიაცია და არბიტრაჟი დავების ეფექტიანი გადაწყვეტა” პროექტის მენეჯერმა ლიანა ქარცივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები