ზესტაფონში მეტალურგის დღე აღნიშნეს

“ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში მეტალურგის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა. ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვითი აქცია “გაამწვანე მომავალი“ მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, შემოდგომიდან-გაზაფხულამდე, 25 ათასი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.

აქციის ფარგლებში, 5 ათასი იფნისა და აკაციის ნერგი კომპანიამ სხვადასხვა საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გადასცა.

ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გიორგი ნიკოლაძის მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მეტალურგთა დღეს. მოგეხსენებათ რომ მძიმე მრეწველობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების თვალსაზრისით,ასევე მოქმედებს სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე.ეს არის პროფესია, რომელიც ქმნის დოვლათს,ამიტომ ამ ადამიანების დაფასება ჩვენთვის, ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია,”- განაცხადა კომპანია”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თეიმურაზ ხონელიამ​.

ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი მეტალურგების დაჯილდოვებაც გაიმართა.

“ქარხანაში 55წელი ვიმუშავე,კმაყოფილი ვარ. დღეს გამომიგზავნეს მანქანა და უნდათ რომ 87 წლის კაცი გამამხნევონ. ძალიან გახარებული ვარ, დღეს დილით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დამირეკა და დღევანდელი დღე მომილოცა.ღმერთმა ამრავლოს ასეთი მინისტრები,ადამიანი ყოფილა,”-განაცხადა ღვაწლმოსილმა მეტალურგმა დავით მესხიშვილმა.

მეტალურგის დღე ზესტაფონში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება, ქართული მეტალურგიის დაფუძნება და განვითარება გიორგი ნიკოლაძის სახელს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები