ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული მძღოლი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას კიდურები აქვს დაზიანებული, რის გამოც ავტომანქანიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა და სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.