საკრებულოს დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა
ახალციხის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარემ, თამარ გოგოლაძემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგოლაძე ახალციხის მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, რადგან მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.
როგორც გოგოლაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა.
“მერს უფლებამოსილება უკვე უნდა შეწყვეტოდა, ზაზა მელიქიძე კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. ამიტომ, ვუცხადებ უნდობლობას და განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ” – განაცხადა გოგოლაძემ.
ახალციხის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ხუთ საკითხს განიხილავს.