ფარეხასთან გარდაცვლილი და-ძმის გამო, ადიგენში ახალგაზრდული ფესტივალი აღარ ჩატარდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, 28 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ახალგაზრდა და-ძმის სიცოცხლე შეეწირა “ახალგაზრდული ფესტივალი 2019”,  აღარ გაიმართება.

“ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და World Vision საქართველოს გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი “ახალგაზრდული ფესტივალი 2019″ აღარ გაიმართება,”-ნათქვამია განცხადებაში.

“ახალგაზრდული ფესტივალი 2019” ადიგენის მუნიციპალიტეტში 31 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი.

28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა, დედა კი მძიმედ დაშავდა. 60 წლამდე ქალი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომაროება მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები