ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას დააფუძნებს

ბათუმის მერია ყველა საზედამხედველო ფუნქციას ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში გააერთიანებს, ეს ორგანიზაცია კი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ახალი აიპი -“ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ იქნება.

აიპის შესაქმნელად ბათუმის მერიამ თანხმობა საკრებულოსგან დღეს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ დაეთანხმნენ.

მერიაში მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა სამსახურში გადანაწილებული საზედამხედველო ფუნქციების გაერთიანებითა და “ერთიანი მძლავრი სამსახურის“ შექმნით, ეფექტური შედეგის მიღწევას შეძლებენ.

ახალ აიპში, როგორც სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, ასევე სწრაფი რეაგირების, გამოტანილი დადგენილებების აღსრულებისა და მონიტორინგის კუთხით, 180- მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს რეორგანიზაციას მერიის რამდენიმე სამსახურში, საიდანაც სპეციალისტები მერიის ახალ აიპში გადავლენ სამუშაოდ. ცვლილებები შეეხება არქიტექტურის, ქონების მართვის, ჯანდაცვის, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს, ბათუმის ავტოტრანსპორტის , ბათუმის სანდასუფთავების, გამწვანების სამსახურებს, გაუქმდება ზედამხედვე­ლობისა და კონტ­როლის მიმართულებით არსებული საშტატო ერთეულები და ახალ ორგანიზაციაში გადავა.

შეარჩია თუ არა ბათუმის მერიამ აიპისთვის ხელმძღვანელი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები