გორს ცირკი “შაპიტო” სტუმრობს
გორს ცირკი “შაპიტო” სტუმრობს. საცირკო ნომრები, კომბინატის დასახლებაში, 2 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.
“მოეწყობა საცირკო ჩვენებები 2 ნოემბრიდან. ცირკი “შაპიტო” საქართველოს მასშტაბით, არაერთ ქალაქში იმყოფებოდა . გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 100 ბილეთი უსასყიდლოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.ველოდებით ჩვენს პატარებს და მხიარულ აუდიტორიას,”- განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილებაში.