თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს გორში აგროვებენ

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს  ამჯერად გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აგროვებენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, თუ არ შეიქმნება კომისია, ის თავის მხარდამჭერებთან ერთად აქციებს დაიწყებს და პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.

,,ამ დროისთვის უკვე 200-ზე მეტი ხელმოწერაა, გორელები აქტიურობენ. უკვე მე-5 ქალაქია, სადაც ვიმყოფები და საქართველოს თითოეულ ქალაქში ჩავალ. იმ შემთხვევაში, თუ არ შეიქმნება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია, მხარდამჭერებთან ერთად დავიწყება აქციებს და მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმებს”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერები უკვე 4 ქალაქში შეაგროვა. აქტივობა თემირლანის მშობლებმა ზუგდიდიდან დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები