ლენტეხში, ფონდმა “აფხაზინტერკონტმა” მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა
ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში , ფონდმა “აფხაზინტერკონტმა“, პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა.
შეხვედრის მიზანს, პროექტის სამიზნე აუდიტორიებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლების თანამონაწილეობით, საქმიანობების პრეზენტაციები წარმოადგენდა. ღონისძიება ფონდი “აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ იყო ორგანიზებული .
პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო თანადამფინანსებელი კონრად ადენაუერის ფონდია.
მრგვალ მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების, ა/სამთავრობო სექტორის, თვითმმართველობის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.